წვდომის მენიუ

ყველა სიახლე
მაისი
02, 2023
14:19

ComCom-მა 100-ზე მეტ მოსწავლეს ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის მეთოდები ასწავლა

მაისი 02, 2023 14:19

კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებასა და ყალბ ინფორმაციასთან გამკლავებაში, თბილისის 71-ე საჯარო სკოლის 100-ზე მეტი მოსწავლე გადაამზადა.  სემინარები მედიაწიგნიერების პროექტების “Happy Onlife”-სა და “ნამდვილი თუ მოგონილი?!”-ს ფარგლებში ჩატარდა, რისი მეშვეობითაც, მოზარდებმა ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაცია და მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაციის აღმოჩენა შეისწავლეს. შეხვედრებს კომუნიკაციების კომისიის  მედიაწიგნიერების დეპარტამენტის...

მაისი
02, 2023
11:16

ComCom-ის მედიალაბში კონკურსი “იდეადრომი” მეექვსედ დაიწყო

მაისი 02, 2023 11:16

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა, სტარტაპ იდეების კონკურსი “იდეადრომი” მეექვსედ დაიწყო. კონკურსის მიზანი ციფრული მედიის სფეროში არსებული სტარტაპერების აღმოჩენა და მათი იდეების დახვეწა, განვითარება და რეალობად ქცევის ხელშეწყობაა. “იდეადრომის” ფარგლებში, შეირჩა 5 საუკეთესო სტარტაპ იდეის მქონე გუნდი, რომლებიც პროფესიონალ მენტორებთან ერთად, ერთი კვირის განმავლობაში, სტარტაპის განვითარებისთვის საჭირო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ისწავლიან, როგორიც იდეის ვალიდაცია,...

მაისი
01, 2023
14:17

ComCom-ის წევრმა ეკატერინე იმედაძემ, ონლაინ დისკუსიაში ტელეკომ სექტორის განვითარებაზე ისაუბრა

მაისი 01, 2023 14:17

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ, ტელეკომ სექტორის განვითარებისა და არსებული გამოწვევების შესახებ, ონლაინ დისკუსიაში „ციფრული ტრანსფორმაცია და საქართველო“ ისაუბრა. შეხვედრის ფარგლებში, მან ICT კლასტერის ბორდის წევრსა და ციფრული ტრანსფორმაციის საქართველოს კონსორციუმის თანადამფუძნებელთან, დავით კიზირიასთან ერთად,  ტელეკომის სფეროში არსებული ის ტენდენციები განიხილა, რომელთაც გავლენის დიდი პოტენციალი აქვთ როგორც ინდუსტრიაზე, ასევე ფართო საზოგადოებაზე. გარდა ამისა,...

მაისი
01, 2023
10:56

ComCom-ის მედიასკოლაში ჟურნალისტებისთვის სემინარი “რა არის ევროპა?” ჩატარდა

მაისი 01, 2023 10:56

კომუნიკაციების კომისიის მედიასკოლაში ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სემინარი “რა არის ევროპა?” ჩატარდა. შეხვედრებს ფსიქოლოგი რუსუდან გორგილაძე უძღვებოდა, რომელიც ჰარვარდის კურსდამთავრებულთა ასოციაციის ევროპის რეგიონული დირექტორი და ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის და თანამშრომლობის სახელმწიფო დელეგაციის წევრი იყო. ორდღიანი სემინარის ფარგლებში, ინტერაქციულ რეჟიმში განიხილებოდა ევროკავშირის შექმნისა და გაფართოების ისტორია, ევროპის კავშირის...

აპრილი
21, 2023
16:43

ქობულეთში ComCom-ის ციფრული მხარდაჭერის პროგრამას 550-მდე ბენეფიციარი ჰყავს

აპრილი 21, 2023 16:43

გრძელდება კომუნიკაციების კომისიის ციფრული მხარდაჭერის პროგრამა ქობულეთში, რომლის ფარგლებშიც, სოფელ ხუცუბანისა და აჭყვისთავის 100-ზე მეტმა მოსახლემ ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება შეისწავლა. პროგრამა ქობულეთში 7 თებერვალს დაიწყო და ამ დრომდე 550-მდე ბენეფიციარი ჰყავს, რომლებმაც სპეციალისტების დახმარებით ინფორმაციის მოძიება, ელ-ფოსტის გამოყენება, გუგლის რუქითა და თარჯიმნით სარგებლობა, ადგილმდებარეობის გაზიარება და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება ისწავლეს. შეგახსენებთ, რომ...

აპრილი
18, 2023
14:06

ComCom-მა ხელვაჩაურში 500-ზე მეტ ადგილობრივს ინტერნეტის მოხმარება შეასწავლა

აპრილი 18, 2023 14:06

ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიამ ხელვაჩაურის სოფელ მასაურაში, ყოროლისთავში, აგარაში, ქედქედში, აჭარისაღმართში, ქვედა ჩხუნეთსა და ზედა ჩხუნეთში 100-მდე ადგილობრივს ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება შეასწავლა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პროგრამა 13 თებერვალს დაიწყო და ამ დრომდე 500-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს, რომლებმაც სპეციალისტების დახმარებით ინფორმაციის მოძიება, ელ-ფოსტის შექმნა და გამოყენება, გუგლის რუქითა და თარჯიმნით სარგებლობა, ადგილმდებარეობის გაზიარება და...

აპრილი
10, 2023
16:07

ComCom-ის მხარდაჭერით, ტელეკომუნიკაციების შესახებ 10-მდე წიგნი გამოიცა

აპრილი 10, 2023 16:07

კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით და კომისიის აპარატის მრჩეველთა საბჭოს წევრების ავტორობით, ტელეკომუნიკაციის დარგის შესახებ 10-ზე მეტი წიგნი გამოიცა, რომლებიც სფეროს განვითარებასა და სატელეკომუნიკაციო დარგში არსებულ გამოწვევებს ეხება. ComCom-ის აპარატის მრჩეველთა საბჭოს წევრის, სერგო შავგულიძის თანაავტორობით და კომუნიკაციების კომისიის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის მხარდაჭერით, 2021-2023 წლებში, ტელეკომუნიკაციების...

აპრილი
10, 2023
13:38

ComCom-მა IX, X და XI კლასელებისთვის მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მეცხრედ გამოაცხადა

აპრილი 10, 2023 13:38

ComCom-მა, მედიააკადემიასთან ერთად, მედიაწიგნიერების კონკურსი “ნამდვილი თუ მოგონილი?!” გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა 10 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით, IX, X და XI კლასის ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია მიიღოს. კონკურსანტებმა უნდა აღმოაჩინონ მედიასივრცეში, მათ შორის ინტერნეტში, ტელევიზიასა ან ბეჭდურ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი და ამასთან ერთად, დაადგინონ რეალური ფაქტები. კონკურსის ბოლოს, მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ყალბი...

აპრილი
07, 2023
13:20

ComCom-მა ქობულეთში 450 ადგილობრივი ინტერნეტის გამოყენებაში გადაამზადა

აპრილი 07, 2023 13:20

გრძელდება ComCom-ის ციფრული მხარდაჭერის პროგრამა ქობულეთში, რომლის ფარგლებშიც, სოფელ ქაქუთიდან, სკურადან, ჭახათიდან, ხუცუბანიდან, კოხიდან, ლეღვასა და ზენითიდან დამატებით 100-ზე მეტი ადგილობრივი ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებაში გადამზადდა. პროგრამა ქობულეთის სამიზნე სოფლებში 7 თებერვალს დაიწყო და უკვე 450-მდე ბენეფიციარი ჰყავს, რომლებმაც სპეციალისტების დახმარებით ინფორმაციის მოძიება, ელ-ფოსტის გამოყენება, გუგლის რუქითა და თარჯიმნით სარგებლობა, ადგილმდებარეობის გაზიარება და...

აპრილი
07, 2023
10:50

კარტელური გარიგების პირველი პრეცედენტი მედიასივრცეში - ComCom-მა 6 მაუწყებელი დააჯარიმა

აპრილი 07, 2023 10:50

კომუნიკაციების კომისიამ “მაგთიკომის”, “სილქნეტის”, “ახალი ქსელების” და “საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” საჩივრების საფუძველზე, „მედია რაითს ჯორჯიას“, “ტელეიმედის”, “მთავარი არხის”, “ტელეკომპანია პირველის”, “პოსტვ”-ის, “ფორმულას” და “მედია ჰოლდინგის” მიერ “კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა დაადგინა,...

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები