ComCom-ის და EU-ს დეზინფორმაციასთან გამკლავების პროექტი TPDC-ს გადაეცა
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების პროექტი „დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში“ შემდგომი განხორციელებისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს გადასცა. შეთანხმებას ხელი კომუნიკაციების კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ მოაწერეს. პროექტის მიზანი დეზინფორმაციით გამოწვეული ნეგატიური გავლენის შესახებ ცნობიერების ამაღლება, მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული...
ინტერნეტ სივრცეში მოპარული კონტენტის გავრცელება კანონით აკრძალულია
კომუნიკაციების კომისია ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების დაცვის მიზნით, წლებია დაინტერესებულ პირებთან და ორგანიზაციებთან ერთად ინტერნეტ სივრცის არალეგალური კონტენტისგან გათავისუფლებისთვის აქტიურად მუშაობს. კერძოდ, ვებგვერდებთან, რომლებიც პირატულ აუდიო-ვიზუალურ პროდუქციას ავრცელებენ, კომისია ორ წელზე მეტია ინტენსიურად მუშაობს. კომუნიკაციების კომისიამ ვებგვერდების წარმომადგენლებს თითქმის ორწლიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ საკუთარ პლატფორმებზე განთავსებული კონტენტი კანონთან...
ComCom-მა პოლიტიკური რეკლამის კანონდარღვევით გავრცელების გამო „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ გააფრთხილა, „მთავარი...
კომუნიკაციების კომისიამ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის ეთერში კანონდარღვევით განთავსების გამო „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ წერილობით გააფრთხილა, „მთავარი არხი“ კი მაუწყებლის წლიური შემოსავლის 1%-ით დააჯარიმა. საქმე ეხება 23 და 24 ივნისს მაუწყებლების ეთერით გავრცელებულ ვიდეორგოლს, რომლის განთავსების უფლებაც ტელევიზიებს კანონმდებლობით არ ჰქონდათ. აღნიშნულ ვიდეორგოლთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიას საჩივრით პოლიტიკურმა გაერთიანება...
ComCom-მა ოზურგეთში ბიბლიოთეკების თანამშრომლები ციფრული სერვისების გამოყენებაში გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებითა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით, ინტერნეტის პოპულარიზაციის მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 19 სასოფლო ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის ოზურგეთის ტექნოპარკში ტრენინგი ჩატარდა. ასკანის, ბახვის, შემოქმედის, დვაბზუს, ვაკიჯვრის, მთისპირის, ძიმითის, ლიხაურის, გურიანთის, მერიის, თხინვალის, სილაურის, ნატანების, შრომის, ურეკის, ნარუჯის, ლაითურის, ნაღობილევისა და ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომლები Log-in Georgia-ს პროექტის...
„ფორმულას“, „მთავარი არხის“ და „ტვ პირველის“ განცხადება დაუსაბუთებელია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას...
ტელეკომპანია „ფორმულას“, „მთავარი არხისა“ და „ტვ პირველის“ განცხადება კომუნიკაციების კომისიის მიერ „ქართული ოცნების“ საჩივრის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია. კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაშია, შესაბამისად, არგუმენტს მოკლებულია, რომ კომისიის გადაწყვეტილებები საფრთხეს უქმნის მედიის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. საქმე ეხება სამაუწყებლო რეკლამის კანონიერების...
2022 წლის მეორე კვარტალში ტელევიზიებისა და რადიოების სარეკლამო შემოსავალი 19 მილიონი ლარი იყო
2022 წლის მეორე კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 19 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 4.1 მილიონი ლარით, 17.5%-ით ნაკლებია. სარეკლამო შემოსავლების კლება აზარტული თამაშების სამაუწყებლო რეკლამის შესახებ ახალი რეგულაციითაა გამოწვეული, რომელიც ძალაში 2022 წლის 1 მარტიდან შევიდა. აღსანიშნავია, რომ რეგულაციის ამოქმედებამდე აზარტული თამაშების ორგანიზატორი კომპანიები მაუწყებლების მსხვილ დამფინანსებლებს წარმოადგენდნენ....
მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მეშვიდედ წარმატებით ჩატარდა
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ უკვე მეშვიდედ ჩაატარა და საუკეთესო ნამუშევრები გამოავლინა. ჟიურიმ 100-მდე ნამუშევარი შეაფასა და 3 გამარჯვებული გამოავლინა, რომლებსაც კომისიისგან ულტრათანამედროვე პრიზები გადაეცათ. მედიაწიგნიერების კონკურსი მეოთხე წელია ტარდება და აქტუალობას არ კარგავს, კონკურსის მიზანი მოზარდებში კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარებაა. კონკურსი წესების თანახმად,...
ComCom-მა „მაგთიკომის„ მოთხოვნის საფუძველზე „მაგთიფიქსის“ ლიცენზია გაუუქმა
კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომს“ საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე „მაგთიფიქსის“ ლიცენზია გაუუქმა. კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, დღეის მდგომარეობით „მაგთიფიქსს“ არცერთი აქტიური აბონენტი აღარ ჰყავს. „მაგთიკომს“, 2021 წლის მარტის მდგომარეობით, CDMA ტექნოლოგიაზე 8969 აქტიური აბონენტი უფიქსირდებოდა. კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად 8534 აბონენტს კვლავ ჰქონდა “მაგთიკომთან” ხელშეკრულება,...
ComCom-სა და “SpaceX”-ის წარმომადგენლებს შორის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებსა და კომპანია “SpaceX”-ის ბაზრებზე წვდომის რეგიონალურ მენეჯერს ბენ მაკ უილიამსს შორის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მას შემდეგ, რაც ილონ მასკის დაარსებული კომპანია “SpaceX”-ის Starlink-მა კომუნიკაციების კომისიაში სატელიტური ინტერნეტ სერვისების მიწოდების მიზნით ავტორიზაცია გაიარა, კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში კვლავ ჩამოვიდა და კომისიის წევრ ეკატერინე იმედაძეს და კომისიის წარმომადგენლებს კომპანიის მიმდინარე...
კომუნიკაციების კომისიამ ილონ მასკის Starlink-ს ავტორიზაცია მიანიჭა
დღეს ილონ მასკის დაარსებულმა კომპანია “SpaceX”-ის Starlink-მა კომუნიკაციების კომისიაში სატელიტური ინტერნეტ სერვისების მიწოდების მიზნით ავტორიზაცია გაიარა. კომპანიამ ავტორიზაციის მოთხოვნით კომუნიკაციების კომისიას 2022 წლის 8 ივლისს მიმართა. Starlink Georgia საქართველოში პრაქტიკული საქმიანობის დასაწყებად ემზადება. ავტორიზაციის პირობების შესაბამისად, „SpaceX“ საქართველოში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებას...