ComCom-მა „TV პირველი“, „რუსთავი 2“ და „ალტ ინფო“ კანონდარღვევის გამო გააფრთხილა
კომუნიკაციების კომისიამ „ტელეკომპანია პირველი“ პროდუქტის განთავსების (Product Placement) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დარღვევის გამო, „რუსთავი 2“ მაგარი სპირტიანი სასმელის განთავსების, ხოლო „ალტ ინფო“ გადაცემის არასახელმწიფო ენაზე, სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრების გარეშე განთავსებისთვის წერილობით გააფრთხილა. ტელეკომპანია პირველის შემთხვევაში საქმე ეხება გადაცემას „დილის Live“, რომელიც სამაუწყებლო ბადეში არსებული...
კომუნიკაციების კომისია და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ
კომუნიკაციების კომისია და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ციფრული საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და მედიაწიგნიერების მიმართულებებით ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ. თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები საერთაშორისოდ აღიარებულ სასწავლო და სამეცნიერო რესურსებს გააზიარებენ, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით, სტუდენტებისა და ლექტორებისთვის სასწავლო სესიები, სემინარები და კონფერენციები ჩატარდება. სტუდენტების ჩართულობით, ასევე განხორციელდება ერთობლივი პროექტები, როგორც...
ComCom-მა ზუგდიდში მედიის ეკონომიკასა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებაში 190 მოსწავლე გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, ზუგდიდის N2 და N4 საჯარო სკოლებში 190 მოსწავლე გადაამზადა. დაწყებითი და მაღალი კლასის მოსწავლეებს სემინარები კომუნიკაციების კომისიის პროექტების „მედიის ეკონომიკისა“ და „Happy Onlife“-ის ფარგლებში ჩაუტარდათ. სემინარები კომუნიკაციების კომისიამ ასევე თელავში, გურჯაანში, ზესტაფონში, ქუთაისში, სენაკსა და ლანჩხუთში ჩაატარა. მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევებში საჯარო სკოლების 1000-მდე მოზარდი გადამზადდა. IX...
ComCom-მა საერთაშორისო პარტნიორებს ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის განვითარების ტენდენციები წარუდგინა
კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს საქართველოში ტელეკომუნიკაციების სექტორის რეგულირებისა და განვითარების ტენდენციები წარუდგინეს. როგორია კონკურენციის რეგულირება ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში, რა უფლებამოსილებები აქვს კომუნიკაციების კომისიას კონკურენციის სამართლის აღსრულების კუთხით და რა ტენდენციებია საქართველოში რეგულირებად ბაზრებზე - აღნიშნულ თემებზე აშშ-ს კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის მიერ ორგანიზებული ღონისძიების...
ComCom-ის მედიაწიგნიერების პროექტებში სენაკსა და ლანჩხუთში 252 მოსწავლე ჩაერთო
კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, მოზარდების გადამზადებას განაგრძობს. კომუნიკაციების კომისიის პროექტების „მედიის ეკონომიკისა“ და „Happy Onlife“-ის ფარგლებში სემინარები სენაკისა და ლანჩხუთის N1 და N3 საჯარო სკოლებში ჩატარდა. მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევები დამატებით დაწყებითი და მაღალი კლასის 252 მოსწავლემ განივითარა. მედიაწიგნიერების პროექტი „მედიის ეკონომიკა“, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებისა და ორგანიზაცია...
ComCom-ის წევრმა ნათია კუკულაძემ ტელეკომუნიკაციების სფეროში კონკურენციის შესახებ ღონისძიება გახსნა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ აშშ-ს კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის მიერ ორგანიზებული სამდღიანი ღონისძიება თემაზე „კონკურენცია ტელეკომუნიკაციების სფეროში“ გახსნა. კომისიის წევრთან ერთად, ღონისძიების გახსნით ნაწილში მისასალმებელი სიტყვებით აშშ-ს საელჩოს პოლიტიკური და ეკონომიკური განყოფილების უფროსი მაიკლ ჰონიგშტაინი, აშშ-ს კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის წარმომადგენლები ერიკ ვენცი და ნიკოლეტ მენა, ასევე, ევროკავშირი-საქართველოს დაძმობილების...
ComCom-მა მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევებში ზესტაფონსა და ქუთაისში 300-ზე მეტი მოსწავლე გადაამზადა
მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ ზესტაფონსა და ქუთაისში 310 მოსწავლე გადაამზადა. ზესტაფონის N1 და N4 საჯარო სკოლებში, ასევე ქუთაისის N23 და N32 სკოლებში, დაწყებითი და მაღალი კლასის მოსწავლეებს სემინარები კომუნიკაციების კომისიის პროექტების „მედიის ეკონომიკისა“ და „Happy Onlife“-ის ფარგლებში ჩაუტარდათ. „მედიის ეკონომიკის“ პროექტის ფარგლებში IX და X კლასის მოსწავლეებმა სოციალური მედიის დაფინანსების წყაროების შესახებ...
ComCom-მა „გამარჯობა რუბის“ წიგნები 150-ე სკოლას გადასცა
კომუნიკაციების კომისიამ 25 ქვეყანაში აღიარებული და წარმატებული ფინური საბავშვო წიგნების სერია „გამარჯობა რუბი“ თბილისის 150-ე საჯარო სკოლას უსასყიდლოდ გადასცა. „თავგადასავალი პროგრამირების სამყაროში“ და „მოგზაურობა კომპიუტერში“ - აღნიშნული წიგნებით დაწყებითი კლასის 116 მოსწავლე პროგრამირებას, კომპიუტერულ მეცნიერებებსა და კოდის წერის საწყისებს ისწავლის. ახალი სახელმძღვანელო მოსწავლეებს სკოლის ინფორმაციული ტექნოლოგიების პედაგოგმა გააცნო, რომელიც კომუნიკაციების...
„დეზინფორმაციასა და მასთან ბრძოლის მეთოდებზე“ მედიასკოლაში ჟურნალისტებისთვის სემინარი ჩატარდა
„დეზინფორმაცია და მასთან ბრძოლის ხერხები“ - ამ თემაზე კომუნიკაციების კომისიის მედიასკოლამ მედიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ორდღიანი სემინარი ჩაატარა. ჟურნალისტებთან ფსიქოლოგმა რუსუდან გორგილაძემ იმუშავა. სასწავლო სემინარის ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია, ტყუილის ფენომენისა და მისი ფორმების, ასევე ინფორმაციის და დეზინფორმაციის გავრცელების ისტორიის შესახებ. რუსუდან გორგილაძემ ჟურნალისტებთან მოვლენის ფსიქოლოგიურ საფუძვლებზე...
„გამარჯობა რუბის“ წიგნებით დამატებით 40 სკოლის მოსწავლე ისწავლის
„გამარჯობა რუბის“ წიგნებით პროგრამირებას, კომპიუტერულ მეცნიერებებსა და კოდის წერის საწყისებს დამატებით 40 სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლე ისწავლის. კომუნიკაციების კომისია ფინურ წიგნებს „თავგადასავალი პროგრამირების სამყაროში“ და „მოგზაურობა კომპიუტერში“, რომლებიც მოზარდებში მედიაწიგნიერების, კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარების განვითარებას ისახავს მიზნად, დამატებით 40 საჯარო სკოლას უსასყიდლოდ გადასცემს. კომუნიკაციების კომისიამ დღეს 40-მდე პედაგოგი...