ComCom-მა MVNO-ს სავალდებულო დაშვების ამოქმედების ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე გადაწია
კომუნიკაციების კომისიამ, მობილური ოპერატორებისთვის, მობილური ვირტუალური ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვების შესახებ რეგულაციის ამოქმედების ვადა 1 წლით გაახანგრძლივა. გამომდინარე იქედან, რომ კომისია ევროპელ ექსპერტებთან ერთად, ტელეკომ ბაზრის კომპლექსურ კვლევას ახორციელებს, ComCom-მა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ დასრულებული კვლევის შედეგების მიხედვით ეხელმძღვანელა და დაშვების შესახებ გადაწყვეტილების გადახედვის საჭიროება განესაზღვრა. 2019 წელს, ComCom-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მობილური ქსელით...
ეკატერინე იმედაძემ ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმზე საქართველოს ციფრული ეკონომიკის პოტენციალზე ისაუბრა
საქართველოს ICT კლასტერის ორგანიზებით, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, ასევე, სხვა დონორი ორგანიზაციებისა და პარტნიორების მხარდაჭერით, ხორციელდება ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი, რომელიც მიზნად ქვეყნის ციფრული შესაძლებლობების ათვისებასა და განვითარებას ისახავს. ფორუმის გახსნით ღონისძიებაში, ComCom-ის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ მიიღო მონაწილეობა. ეკატერინესთან ერთად, ღონისძიება USAID-ის მისიის დირექტორმა, ჯონ პენელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ,...
ComCom-მა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 5G-ის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიამ, ახალგაზრდებში სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან 5G ტექნოლოგიის შესახებ, საჯარო ლექცია ჩაატარა. შეხვედრის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა, სანდრო ქარუმიძემ, სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თუ რა განასხვავებს 5G ტექნოლოგიას უკვე დანერგილი ტექნოლოგიებისგან, ასევე, რა პერსპექტივები აქვს სხვადასხვა სფეროს განვითარებაში მეხუთე...
ComCom-მა ქობულეთში 1000-მდე ადგილობრივი ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა
დასრულდა ComCom-ის ციფრული მხარდაჭერის პროგრამა ქობულეთში, რომლის ფარგლებშიც, 21 სამიზნე სოფლის (აჭყვისთავი, გვარა, ზედა კონდიდი, ზენითი, კოხი, ლეღვა, სკურა, ქაქუთი, ქვედა კონდიდი, ცხრაფონა, წყავროკა, ჭახათი, ქვედა კვირიკე, დაგვა, ზედა კვირიკე, ხალა, ქვედა დაგვა, ხუცუბანი, ზედა სამება, შუაღელე) 1000-მდე ადგილობრივი ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებაში გადამზადდა. პროგრამა ქობულეთში 7 თებერვალს დაიწყო და სულ 70 სემინარი ჩატარდა, სადაც მონაწილეებმა სპეციალისტების დახმარებით...
ComCom-ის მედიალაბმა სტარტაპერები სტარტაპის წარდგენაში გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში, დამწყები და მომავალი სტარტაპერებისთვის სემინარი “Pitching101” ჩატარდა. სემინარს VRex Immersive-ის აღმასრულებელი დირექტორი და Neuropilot VR-ის თანადამფუძნებელი, ნიკოლოზ გოგოჭური გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს სტარტაპის წარდგენის შესახებ, საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. შეხვედრაზე ტრენერმა სტარტაპ იდეის მოკლე დროში წარდგენის ეფექტური მეთოდები და საუკეთესო მაგალითები, პრეზენტაციისას გასათვალისწინებელი რჩევები, ამბის თხრობის სტილი და სხვა საკვანძო...
ComCom-მა “აგრომედია” ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსებისთვის გააფრთხილა
კომუნიკაციების კომისიამ “აგრომედია” ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსების გამო, წერილობით გააფრთხილა. 2023 წლის მაისში, ComCom-მა არხის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი ჩაატარა, რის შედეგადაც, გამოვლინდა პროდუქტის განთავსების წესის დარღვევები. კერძოდ, ეთერში გასული სიუჟეტები შეიცავდა შეძენისკენ მოწოდებებს, ხაზგასმას პროდუქტის დადებით თვისებებსა და ხელმისაწვდომობაზე, ასევე, მაღაზიის ადგილმდებარეობის, სპეციალური შეთავაზებებისა და მომსახურების სერვისების...
ახალი ქართული ტელევიზია: ComCom-მა “ფორმულა მულტიმედიას” ავტორიზაცია მიანიჭა
კომუნიკაციების კომისიამ “ფორმულა მულტიმედიას” სპეციალიზებული გასართობი და შემეცნებითი მაუწყებლობის ავტორიზაცია მიანიჭა. ტელევიზიამ ავტორიზაციის მინიჭების თხოვნით, ComCom-ს 30 მაისს მიმართა. კომისიამ დეტალურად შეისწავლა წარმოდგენილი დოკუმენტაციები, რის შემდეგაც, “ფორმულა მულტიმედია” ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში, კერძო სპეციალიზებულ მაუწყებლად გაატარა. არხი მაუწყებლობას 2023 წლის 15 ივლისამდე დაიწყებს. “ფორმულა მულტიმედია” ვალდებული იქნება დაიცვას...
ComCom-სა და UNDP-ის შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
კომუნიკაციების კომისიასა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება, რომელსაც ხელი ComCom-ის წევრმა, ნათია კუკულაძემ და UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში, ანნა ჩერნიშოვამ მოაწერეს. თანამშრომლობის მიზანს, საზოგადოებაში ციფრული ეკონომიკის პოტენციალის გამოყენების ხელშეწყობა წარმოადგენს. შეთანხმების ფარგლებში, დაიგეგმება ერთობლივი აქტივობები ციფრული წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, მათ შორის: ციფრული უთანასწორობის შემცირების,...
ITU-ს მარეგულირებელთა გლობალურ სიმპოზიუმში ComCom-მა ტელეკომ სექტორის განვითარების მხარდამჭერი ინიციატივები...
ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) ყოველწლიურ ღონისძიებაში - მარეგულირებელთა გლობალურ სიმპოზიუმში (GSR), ComCom-ის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა, მზია გოგილაშვილმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების მთავარი თემა იყო “რეგულირება მდგრადი ციფრული მომავლისთვის”, რომელიც სატელეკომუნიკაციო დარგში ინოვაციური გლობალური ტრენდების, ტექნოლოგიებისა და ახალი რეალობის განმსაზღვრელი ფაქტორების განხილვას...
ComCom-მა „მედიის გასაღების” პროექტის ფარგლებში, 180-მდე მოსწავლე გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ, „მედიის გასაღების” პროექტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებისთვის კინოჩვენება და დისკუსია გამართა. შეხვედრები თბილისის 71-ე, 149-ე და 143-ე სკოლებში ჩატარდა და სულ 180-მდე მოსწავლე დაესწრო. პროექტი მიზნად მოზარდებში კრიტიკული ანალიზის განვითარებას ისახავს და მათ ფილმებისა თუ მულტფილმების შინაარსის გააზრებაში ეხმარება. დისკუსიას მედიაწიგნიერების ტრენერი, ანი გვეტაძე უძღვებოდა, რომელმაც, კინოჩვენების შემდეგ, მოსწავლეებთან ერთად ფილმის შინაარსსა და მთავარ თემებზე...