წვდომის მენიუ

ყველა სიახლე
თებერვალი
09, 2023
17:29

ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ComCom-მა სოფელ გვარას მოსახლეობა გადაამზადა

თებერვალი 09, 2023 17:29

კომუნიკაციების კომისიამ ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას მოსახლეობასთან ციფრული წიგნიერების შესახებ სემინარები ჩაატარა. სამდღიან აქტივობაში 40-ზე მეტი ადგილობრივი ჩაერთო და ინტერნეტის გამოყენების საბაზისო ცოდნა მიიღო. მონაწილეებმა სპეციალისტების დახმარებით ინფორმაციის მოძიება, ელ-ფოსტის შექმნა და გამოყენება, გუგლის რუქითა და თარჯიმნით სარგებლობა, ადგილმდებარეობის გაზიარება და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება ისწავლეს. შეგახსენებთ, რომ...

თებერვალი
09, 2023
10:57

ComCom-მა უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 120 მოსწავლე გადაამზადა

თებერვალი 09, 2023 10:57

კომუნიკაციების კომისია უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღეს შეუერთდა, რომლის მიზანიც ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების პოზიტიური და უსაფრთხო გამოყენებაა. ინიციატივის ფარგლებში, კომისიის მედიაწიგნიერების ტრენერმა, ანა გვეტაძემ, სკოლებში სასწავლო შეხვედრები ჩაატარა. შეხვედრებს საჯარო სკოლის მეორე და მესამე კლასის 120 მოსწავლე დაესწრო. მოზარდებმა კომუნიკაციების კომისიის “Happy Onlife”-ის თამაშის მეშვეობით, ინტერნეტის სწორად გამოყენების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. “Happy...

თებერვალი
07, 2023
17:56

კომუნიკაციების კომისია უსაფრთხო ინტერნეტის დღის მსოფლიო ინიციატივას შეუერთდა

თებერვალი 07, 2023 17:56

7 თებერვალი უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღეა, რომელსაც, კომუნიკაციების კომისია ყოველწლიურად უერთდება. ინიციატივა მიზნად ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების პოზიტიური და უსაფრთხო გამოყენების მხარდაჭერას ისახავს. წლევანდელ ონლაინ სესიაზე, მედიაწიგნიერების განვითარების ტრენერმა, ანი გვეტაძემ, აუდიტორიას კომუნიკაციების კომისიის ის პროექტები წარუდგინა, რომლებიც საქართველოს მოსახლეობისთვის უსაფრთხო ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობის შექმნას ეხებოდა. პრეზენტაციის დასასრულს, შეხვედრის...

თებერვალი
07, 2023
11:20

მედიალაბის თანაორგანიზებით გლობალური ციფრული თამაშების შექმნის შეჯიბრი გაიმართა

თებერვალი 07, 2023 11:20

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან(ჯიტა) და Startup Büro-სთან ერთად, ტექნოპარკში გლობალური ციფრული თამაშების (GGJ) შექმნის შეჯიბრი გამართა. Global Game Jam თამაშების შექმნის ყველაზე დიდი ღონისძიებაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. საქართველოში კონკურსის დაწყებამდე თემატიკად ფესვები დასახელდა, რის მიხედვითაც, მონაწილე გუნდებს, 48 საათის განმავლობაში ციფრული თუ არაციფრული თამაშები უნდა...

თებერვალი
06, 2023
10:06

„როგორ მოვძებნო მთავარი გმირი?“ - მედიააკადემიაში ჟურნალისტებისთვის სემინარი ჩატარდა

თებერვალი 06, 2023 10:06

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში, მოქმედი ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, 3 და 4 თებერვალს, დრამატურგ ბასა ჯანიკაშვილის სემინარი „როგორ მოვძებნო მთავარი გმირი?“ ჩატარდა. სემინარის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია ამბის დრამატურგიის, მისი სხვადასხვა რაკურსით გაშლისა და ისტორიად ქცევის შესახებ. ჟურნალისტებთან ორდღიანი შეხვედრა მოიცავდა როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს, რომელიც მონაწილეებს უნდა შეესრულებინათ....

იანვარი
26, 2023
15:24

ComCom-ის თავმჯდომარედ კახა ბექაური მესამედ აირჩიეს

იანვარი 26, 2023 15:24

კომუნიკაციების კომისიის წევრებმა 2023 წლის 26 იანვარს ჩატარებულ თავმჯდომარის არჩევნებზე კახა ბექაური მესამედ, 2026 წლამდე აირჩიეს. კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა, სადაც კომისიის სრულმა შემადგენლობამ ბექაურის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა და იმავე დღეს ჩატარებულ სხდომაზე  არჩევნების შედეგები დაამტკიცა. შეგახსენებთ, რომ კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს. იგი საქართველოს პარლამენტმა კომისიის წევრად პირველად 2014 წელს, ხოლო...

იანვარი
06, 2023
16:09

ComCom-ის „მედიის გასაღებს“ უკვე 100 ფილმი და 40000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს

იანვარი 06, 2023 16:09

კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების პროექტს „მედიის გასაღები“, რომელიც მედიაწიგნიერების პლატფორმაზე www.mediatsigniereba.ge -ზეა განთავსებული, უკვე 100 ფილმი და 40000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.  „მედიის გასაღები“ არის ფინური მოდელის მიხედვით შექმნილი ონლაინ პლატფორმა, რომელიც ხაზს უსვამს ფილმების პოზიტიურ შინაარსს და მოზარდებს ფილმებისა და მულტფილმების გააზრებაში ეხმარება. „მედიის გასაღები” ევროკომისიის მიერ აღიარებული პროექტია, რომელიც...

დეკემბერი
29, 2022
17:38

ComCom-მა MVNO-ს სავალდებულო დაშვების ვადა 2023 წლის 1 ივლისამდე გაახანგრძლივა

დეკემბერი 29, 2022 17:38

კომუნიკაციების კომისიამ მობილური ვირტუალური ოპერატორის სავალდებულო დაშვების შესახებ რეგულაციის ამოქმედების ვადა 6 თვით გაახანგრძლივა. კომისიის გადაწყვეტილებით, მობილური ოპერატორები „მაგთიკომი“, „სილქნეტი“ და „ბილაინი“ ვალდებულნი არიან ქსელზე დაშვების მსურველი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორებისთვის შეთავაზება გამოაქვეყნონ  არაუგვიანეს 2023 წლის 30 ივნისისა.   MVNO-ს ქსელთან დაშვების შესახებ გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიამ 2019 წლიდან...

დეკემბერი
29, 2022
10:40

ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა

დეკემბერი 29, 2022 10:40

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ სამი გამარჯვებული სტუდენტი დააჯილდოვა, რომელთა საკონკურსო ნამუშევრებიც სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. ულტრათანამედროვე პრიზებთან ერთად, გამარჯვებულებს და კონკურსის სხვა წარმატებულ სტუდენტებს, კომუნიკაციების კომისია ასევე კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარება. წარმატებული ნაშრომების ავტორები გადამზადდებიან და ცოდნას და გამოცდილებას კომისიის მედიაწიგნიერების პროექტების ფარგლებში სხვა სტუდენტებსა და მოსწავლეებს...

დეკემბერი
28, 2022
15:13

ComCom აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების დამოუკიდებელი პლატფორმის (EaPeReg)...

დეკემბერი 28, 2022 15:13

აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების დამოუკიდებელი პლატფორმის (EaPeReg) მე-20 პლენარულ სხდომაზე, 2023 წლის თავმჯდომარედ კომუნიკაციების კომისია აირჩიეს, რომელიც პლატფორმას ერთი წლის ვადით უხელმძღვანელებს. პლენარულ სხდომას, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის ტელეკომუნიკაციების ოფისის (CTU) ორგანიზებითა და ევროკომისიის ხელშეწყობით გაიმართა, კომუნიკაციების კომისიის წევრი, ეკატერინე იმედაძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის...

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები