კომისიამ შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგია“ წერილობით გააფრთხილა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგია“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის #355 დადგენილების (საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ) დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა. აღნიშნული წარმოება კომისიამ შპს „მაგთიკომის“ განცხადების საფუძველზე დაიწყო.
შპს ,,იბერია TV“ არალიცენზირებული ფილმების გადაცემის გამო წერილობით გაფრთხილდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ,,იბერია TV“ შესაბამისი ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე გადაცემული მხვატრული ფილმების გამო წერილობით გაფრთხილა.
კომისიამ ააიპ ”კავშირი მედია ცენტრის ღია აფხაზეთისათვის“ რადიომაუწყებლობის ლიცენზია გააუქმა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ააიპ ”კავშირი მედია ცენტრის ღია აფხაზეთისათვის“ განცხადების საფუძველზე, კომპანიის კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B102 ლიცენზია გააუქმა და კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №434/1 გადაწყვეტილება ძალადაკარგულად გამოაცხადა.
შპს ტელეკომპანია “კავკასია“ ღია ეთერით მაუწყებლობის არეალს აფართოებს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ტელეკომპანია „კავკასიის“ მოთხოვნის საფუძველზე, კომპანიის მაუწყებლობის ავტორიზაციაში ცვლილებები შეიტანა და მაუწყებლობის არეალი გაუფართოვა.
ქართული დამწერლობით ინტერნეტ მისამართების გამოყენება ხდება შესაძლებელი
ქართული დამწერლობით ინტერნეტ მისამართების გამოყენება ხდება შესაძლებელი - მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციამ (ICANN) საქართველოს ოფიციალურად მიანიჭა უფლება საინტერნეტო მისამართები დაწეროს მხედრული ანბანითა
რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებულ კონკურსებში გამარჯვებულები გამოვლინდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისია რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებულ კონკურსებში გამარჯვებული კომპანიები გამოავლინა.
კომისიამ „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციები“ დაამტკიცა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნლმა კომისიამ „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციები“ დაამტკიცა.
კომისიამ შპს „მაგთიკომს“ კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაუუქმა და...
14 იანვარს გამართულ სხდომაზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მაგთიკომს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაუუქმა და რესურსით სარგებლობის ნებართვა სს „სილქნეტს“ მიანიჭა.
კომისიამ რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ორ წელიწადში ერთხელ საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე განსაზღვრავს და აქვეყნებს რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს ლიცენზიის მაძიებლებისათვის.