კომისიაში ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად კონკურსი გამოაცხადდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კონკურსი გამოაცხადა.
მაუწყებელთა ფინანსური გამჭვურვალობა -ანგარიშგების ახალი ფორმები
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არასამათავრობო სექტორთან და მაუწყებლებთან თითქმის ხუთთვიანი კონსულტაციების შემდეგ მაუწყებელთა ფინანსური გამჭვირავალობის უზრუნველსაყოფად ანგარიშგების ახალი ფორმები დაადგინა.
მხატვრული ფილმების სუბტიტრირების ვალდებულება 10%-მდე შემცირდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლების მხრიდან არასახელმწიფო ენაზე წარმოებული მხატვრული ფილმების სუბტიტრირებით განთავსების პროცენტული მაჩვენებელი 10 %-მდე 2014 წლის 14 მარტს შეამცირა.
ზღვრული ტარიფი საერთაშორისო ოპერატორებისთვის
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საერთაშორისო ზარების საქართველოში ტერმინაციის (ზარის განხორციელების) ქვედა ზღვრული ტარიფის გაგრძელების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
კომისია შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ სამაუწყებლო ლიცენზიის გაუქმებაზე 11 აპრილს იმსჯელებს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ სამაუწყებლო ლიცენზიის გაუქმების მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა. კომისია ლიცენზიის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებას 2014 წლის 11 აპრილს 16:00 საათზე გამოაცხადებს.
კომისიაში ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2014 წლის 31 მარტს 16:00 საათზე ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კონკურს გამოაცხადებს.
შპს „TV3“ პირდაპირი ჩართვებისთვის რადიოსიხშირული სპექტრი სჭირდება
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „TV3“ განცხადების საფუძველზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონი გამოაცხადა.
კომისია ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით პრეზენტაციას მართავს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კონკურსის გამოცხადების წინასაორგანიზაციო სამუშაოებთან დაკავშირებით პრეზენტაციას მართავს.
ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ლიცენზია გაუქმდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ თანამგზავრული სისიტემების გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.