საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი დაიწყო
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნმო კომისიამ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 48 მაჟორიტარულ ოლქში მიმდინარე წლის 30 ოქტომებრს დანიშნა, ასევე 22 ოქტომბერს ორ მაჟორიტარულ ოლქში განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება.
სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გაზიარებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი
კომისიის განმარტება მაუწყებლების ვალდებულებების თაობაზე საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით
„საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო 2016 წლის 08 ივნისს. წინასაარჩევნო კამპანია ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და დასრულდა კენჭისყრის დღეს, 2016 წლის 08 ოქტომბერს.
გურიის რეგიონში ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გურიის რეგიონში ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსი ააიპ „თავისუფალი მედია სივრცის“ განცხადების საფუძველზე გამოაცხადა.
გაზეთი „ხაშურის მოამბე“ სასამართლომ სიტყვიერად გააფრთხილა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გაზეთ „ხაშურის მოამბეს“ წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო რეკლამის წესების დარღვევის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და შემდგომი რეაგირებისთვის საქალაქო (ხაშურის) სასამართლოს გადაუგზავნა. სასამართლომ გაზეთის სიტყვიერი გაფრთხილების გადაწყვეტილება მიიღო.
„რუსთავი 2“-ის მიმართ ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება გრძელდება
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ჟურნალისტ შალვა რამიშვილის განცხადების საფუძველზე, რომლითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით GFK Customs Research LLC მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების კანონიერება დადგა ეჭვქვეშ, დაწყებული მოკვლევა გრძელდება.
2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის მეოთხე შუალედური...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი 2016 წლის 8 ივნისს დაიწყო და ოთხი თვის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში ორმოცდაცამეტ ტელეკომპანიას დააკვირდება.
კომისიის განცხადება საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებესთან დაკავშირებით
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია შეახსენებს მაუწყებლებს და ელექტრონულ მედიას, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“
სასამართლომ ხუთ ტელეკომპანიას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების წესის დარღვევით გამოქვეყნების გამო 11 ტელეკომპანიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის (საქალაქო) სასამართლოს გადაუგზავნა.
