კომისია სიძულვილის ენის გამოყენების გახშირებული შემთხვევების გამო მიმართვას ავრცელებს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ყურადღებას ამახვილებს ტელეეთერით სიძულვილის ენის გამოყენების გახშირებულ შემთხვევებზე და მოუწოდებს მაუწყებლებს, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების მონაწილეებს დაიცვან საკანონმდებლო და ეთიკური ნორმები.
მესტიაში ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მესტიაში ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსი ააიპ „შვანია ტელევიზიის“ განცხადების საფუძველზე გამოაცხადა.
ააიპ „სიღარიბის დაძლევა და გადაუდებელი დახმარება დავით კინწურაშვილის საქველმოქმედო ფონდი მომავლის გზამ“...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2016 წლის 28 ივლისს გამართულ სხდომაზე ააიპ „სიღარიბის დაძლევა და გადაუდებელი დახმარება დავით კინწურაშვილის საქველმოქმედო ფონდი მომავლის გზის“ მოთხოვნა მაუწყებლად ავტორიზაციის თაობაზე დააკმაყოფილა.
შპს „კავკასუს ონლაინის“ მფლობელობაში არსებული ნუმერაცია შპს „მაგთიკომს“ გადაეცა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გადაწყვეტილებით დააკმაყოდილა შპს „კავკასუს ონლაინის“ და შპს „მაგთიკომის“ ერთობლივი მოთხოვნა შპს „კავკასუს ონლაინის“ მფლობელობაში არსებული ნუმრეციის რესურსით სარგებლობის ნებართვების შპს „მაგთიკომის“ სასარგებლოდ დათმობის შესახებ.
მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული სამი პირი შპს „ჯეო-ტივი“, შპს „ალიანსი ტი-ვი“ და შპს „TV ERA“ წერილობით...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირები შპს „ჯეო-ტივი“, შპს „ალიანსი ტი-ვი“ და შპს „TV ERA“ გარკვეული სამაუწყებლო არხების შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე გადაცემის გამო წერილობით გააფრთხილა.
კომისიამ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივარი შპს „სტუდია მაესტროს“ წინააღმდეგ განიხილა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივარი შპს „სტუდია მაესტროს“ წინააღმდეგ განიხილა.
კომისიაში .გე დომენის ადმინისტრატორსა და საქართველოში ჰოსტინგით მომსახურებაზე ავტორიზებულ პირებს შორის...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში .გე დომენის ადმინისტრატორს - საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრსა (ITDC) - და საქართველოში ჰოსტინგით მომსახურებაზე ავტორიზებულ პირებს შორის შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მედიასაშუალებების მიერ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია „საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუზველზე, 2016 წლის 08 ივნისიდან მაუწყებელთა წინასაარჩევნო მონიტორინგს ახორციელებს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „დისქავერი ჯორჯიას“ მაუწყებლად ავტორიზაცია განახორციელა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე შპს „დისქავერი ჯორჯიამ“ მიმართა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „CTV-ჯორჯიას” ავტორიზაცია შეუჩერა
შპს „CTV-ჯორჯიას” მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შეუვსებლობისა და რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოუდგენლობის გამო, კომისიამ ავტორიზაციის შეჩერების შესახებ იმსჯელა.
