კომისიამ „რუსთავი2“-ის, „ტელეიმედის“ და „მაესტროს“ სარეკლამო რგოლების განთავსებისას დარღვევევბი აღმოუჩინა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანიები “რუსთავი 2” და “ტელეიმედი”„მაუწყებლობის შესახებ“ კანონით დადგენილი სარეკლამო ლიმიტების დარღვევისთვის სანქცია, წერილობითი გააფრთხილება დააკისრა. ტელეკომპანია „მაესტროს“ საკითხის განხილვა კი 2014 წლის 8 მაისს 16:00 საათზე გაგრძელდება.
კომისიამ საქართველოს პარლამენტის დადგენილების საფუძველზე ტელეკომპანია „ობიექტივის“ სამაუწყებლო ლიცენზიის...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „ობიექტივის“ სამაუწყებლო ლიცენზიის აღდგენის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესი განსაზღვრა.
ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად გამოცხადებულ კონკურსზე განაცხადების მიღების ვადა სამი კვირით...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა საბუთების მიღების ვადა სამი კვირით გაახანგრძლივა.
შპს „სპექტრის“ სამაუწყებლო ლიცენზია გაუქმდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „სპექტრის“ სამაუწყებლო ლიცენზია გააუქმა.
მაუწყებელთა ფინანსური გამჭვირვალება ფერხდება
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის მარტის გადაწყვეტილება, რომელიც მაუწყებელთა ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ანგარიშგების ფორმებს ადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ შეაჩერა.
,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“კომისიის...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა.
ვახტანგ აბაშიძე კომისიის წევრი გახდა
დღეს საქართველოს პარლამენტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ვახტანგ აბაშიძე აირჩია.
რადიომაუწყებლობის კონკურსის მოსამზადებელი სხდომა გაიმართა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს რადიომაუწყებლობის კონკურსის მოსამზადებელი სხდომა გაიმართა. სხდომაზე კონკურსში მონაწილე პირების დალუქული საკონკურსო დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნა.
,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ სამაუწყებლო ლიცენზია გაუქმდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ სამაუწყებლო ლიცენზია გააუქმა.