კომისიის დებულებაში ცვლილებები შედის
დღევანდელ სხდომაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2007 წლის 16 მარტის N3 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
შპს „ჯეოინტერკომმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა აიღო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე შპს „ჯეოინტერკომმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა აიღო.
კომისიის განცხადება
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ ბოლო პერიოდში მედიით გავრცელებულ სხვადასხვა მოსაზრებებს ეხმიანება.
კომისიამ სამ ტელეკომპანიას არალიცენზირებული ფილმების ჩვენების გამო სანქცია დააკისრა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანიებს შპს „ტელეკომპანია გურჯაანს“, შპს „ივერია ინტერმედიას“ , იგივე „ენკი-ბენკი“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია იმერვიზიას“ არალიცენზირებული მხატვრული და ანიმაციური ფილმების საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განთავსების გამო სანქცია დააკისრა.
კახი ბექაური კომისიის წევრი გახდა
დღეს საქართველოს პარლამენტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე კახი ბექაური აირჩია.
„კავკასუს ონლაინს“ სანქცია არ დაეკისრა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება „კავკასუს ონლაინის“ სასარგებლოდ დასრულდა. კომისია, შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საჩივარს იხილავდა შპს „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდე.
კომისიამ ტელეკომპანია „რიონს“ და „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიას“ არალიცენზირებული ფილმების ჩვენების გამო...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანიებს „რიონს“ და „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიას“ არალიცენზირებული მხატვრული და ანიმაციური ფილმების საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განთავსების გამო სანქცია დააკისრა.
„მაესტროს“ პირდაპირი ჩართვებისთვის რადიოსიხშირული სპექტრი სჭირდება
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ განცხადების საფუძველზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონი გამოაცხადა.
კომისიამ შპს „ენერჯი გრუპის“ რადიომაუწყებლობის ლიცენზია გააუქმა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე შპს „ენერჯი გრუპის“ (ბრენდული სახელწოდება რადიო “ზენიტის“) სამაუწყებლო ლიცენზია გააუქმა.
კომისიამ შპს „ენერჯი გრუპის“ დირექტორს კახა ბაინდურაშვილს მოუსმინა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საჯარო ზეპირი მოსმენის სხდომაზე შპს „ენერჯი გრუპის“ დირექტორის, კახა ბაინდურაშვილის პოზიცია მოისმინა.