ქ. თბილისში რადიომაუწყებლობის კონკურსში შპს „კომპანია მედიასტრიმმა“ გაიმარჯვა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს, 27 ოქტომბერს რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებული კონკურსი გაიმართა.
„ტაბულა“ რეგიონებში გასართობი თემატიკის გადაცემებით იმაუწყებლებს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „ტაბულას“ (ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“) განცხადების საფუძველზე მისი კუთვნილი №B91 და №B99 ლიცენზიების მოდიფიცირება განახორციელა
შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“ სამაუწყებლო ლიცენზიის მოდიფიცირებას ითხოვს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს განცხადების საფუძველზე კომპანიის კუთვნილი სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
რადიომაუწყებლობის კონკურსში გამარჯვებული კომპანიების ვინაობა 27 ოქტომბერს გახდება ცნობილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში რადიომაუწყებლობის კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა.
საერთაშორისო სატელკომუნიკაციო გაერთიანებას (ITU) ახალი თავმჯდომარე ყავს
23 ოქტომბერს საერთაშორისო სატელკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ITU-ს ჰუალინ ჟაო უხელმძღვანელებს.
კომისიამ მობილურ ბაზარზე ურთიერთჩართვის ახალი ტარიფი დაადგინა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კვლევა-ანალიზის შედეგად მობილურ ბაზარზე ურთიერთჩართვის (საბითუმო) ახალი ზედა ზღვრული ტარიფი დაადგინა. ახალი ტარიფი სამ მობილურ ოპერატორს „მაგთიკომს“, „ჯეოსელს“ და „ბილაინს“ დაუწესდა.
მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) შეხვედრა თბილისში დასრულდა
მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) კონფერენციის დასკვნითი სესიის მთავარი განსახილველი საკითხი 10 ოქტომბერს მარეგულირებელი ორგანოების პოლიტიკური და ფინანსური დამოუკიდებლობა იყო.
მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) შეხვედრა თბილისში
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშიძემ მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) კონფერენციის მეორე დღე მისასალმებელი სიტყვით გახსნა. დამსწრე საზოგადოებას საქართველოს მედია გარემოს შესახებ პრეზენტაცია წარედგინა.
საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე ახალი ზღვრული ტარიფები დაწესდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე (ზარის განხორციელება) ახალი ქვედა ზღვრული ტარიფები დააწესა.
შეხვედრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ოფისთან
დღეს, 8 ოქტომბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტრორის ოფისთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი სამსახური.